English / ქართული / русский /
ქეთევან ქველაძე
ტურიზმის სექტორში ‘’ტურების დინამიური პაკეტირების’’ ინოვაციური მოდელის განვითარების მნიშვნელობა საქართველოში

ანოტაცია.

სტატიაში განხილულია თანამედროვე ტურიზმის დდღევანდელი გამოწვევების ზოგიერთი ძირითადი ასპექტი და მისი მნიშვნელობა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. კერძოდ, თანამედროვე IT–საინფორმაციო ტექნოლოგიები და მისი ერთ-ერთი ინოვაციური მოდელი– ''ტურების დინამიური პაკეტირება''. გამოვლენილია ინოვაციური ტექნოლოგიების თანამედროვე მოდელების დანერგვისა და განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის აუცილებლობადა განსაზღვრულია ის აუცილებელი პირობები, რომელიც ხელს შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიური მოდელის დანერგვას ჩვენი ქვეყანის ტურისტულ ბიზნესში, რაც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ჩვენი ქვეყანის ბაზარს მსოფლიო ბაზართან.

საკვანძოსიტყვები: ტურიზმი, ინოვაციური მოდელები, IT–საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურის დინამიური პაკეტირება, ტურპაკეტი, ტურსააგენტო. 

შესავალი

თანამედროვე ტურიზმი XXI საუკუნის გლობალურ მოვლენად იქცა, ის ასევე გადაიქცა სამეურნეო საქმიანობის ისეთ სფეროდ, რომელიც ზემოქმედებს მეურნეობის 50-ზე მეტ დარგზე და აქვს მდგრადი მულტიპლიკატორული კავშირები ეკონომიკის სხვადასხვა დარგთან. იგი მოიცავს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, გააჩნია საკუთარი ლოჯისტიკა, კადრების მომზადების სისტემა.

ბოლო 15-20 წელია მსოფლიო ტურიზმი კარდინალურად იცვლება. იგი თავისი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ტურისტულ სფეროში უამრავი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციაშიც გამოიხატა. დამთავრდა მასიური საპაკეტო ტურების ეპოქა, გაფართოვდა დაჯავშნის ინოვაციური ელექტრონული სისტემის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვა სახეობების გამოყენება და სხვ., ტურიზმის ტრადიციული მოდელი `ზღვა-მზე-სანაპირო~ _ 3S (Sea-Sun-Sand), არსებითად შეიცვალა და გადავიდა ახალ მოდელში - `ტრადიციები – პეიზაჟი - თავისუფალი დრო~  _ 3L (Lore – Landscape - Leisure)ან `შთაბეჭდილება - შესწავლა - გართობა~ _ 3E (Excitement – Education - Entertainment) მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის მიუხედავად  ტურიზმი სტაბილურად ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას. გაეროსთან არსებული მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (მტო) მონაცემებით 2016 წელს საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობების რიცხვი   46 მლნ-ით (3,9%) გაიზარდა და 1,235  მლრდ მიაღწია, ბოლო წლებში ყოველწლიურმა ნაზარდმა კი _ 4-5%. წელიწადში ტურისტული მომსახურებით 5 მლრდ ადამიანი სარგებლობს. ტურისტული ინდუსტრიის წილი მსოფლიო მშპ-ში 9,5%-ს შეადგენს.

მსოფლიო ტურიზმის განვითარების მასშტაბები და ტემპები შთამბეჭდავია, მაგრამ არსებობს უზარმაზარი რეგიონალური განსხვავებები ამ მაჩვენებლების მიხედვით ტურიზმის ეფექტური განვითარება დამოკიდებულია შიდა და გარე გამოწვევებზე ადექვატური რეაგირების მოხდენაზე, რასაც მუდამ ეჯახება ტურისტული ინდუსტრია.

თანამედროვე ეტაპზე ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, ავტომატიზაცია, საძიებო მონაცემების ბაზების ერთიანი საინფორმაციო ველის შექმნა, რაც გადაწყვეტს თანამედროვე ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას _ ყველა მონაწილეს შორის ოპერატიული კომუნიკაცია.

დღეისათვის ბიზნესის ბევრ დარგში წამყვანი როლი დაიკავა IT (Information Technology)საინფორმაციო ტექნოლოგიებმა - (მრავალი სამეცნიერო და ტექნიკური სფეროს ურთიერთდამაკავშირებელი სისტემები, რომლებიც გამოთვლითი ტექნიკის მეშვეობით შეისწავლიან და იყენებენ პრაქტიკაში ინფორმაციის შექმნის, დამუშავების, შენახვის, დაცვისა და გადაცემის მეთოდებს). დღესდღეობით, IT (საინფორმაციო ტექნოლოგიები) წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესის ხერხემალს. მის მიერ წარმოებული მონაცემები ქმნიან ისეთი ტიპის ინფორმაციებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ბიზნესგარემოსთვის და რომელთა გამოყენება გამოყენება ტურისტულ კომპანიებს (ტუროპერატორები და სააგენტოები) საშუალებას აძლევს რადიკალურად შეცვალონ მართვის სტილი და თვით ბიზნესპროცესები, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ კომპანიის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მოდელების დანერგვა ასევე ცვლის საქონლისა და მომსახურების გაყიდვის პროცეს, აახლოებს რა მომხმარებელს მწარმოებელთან. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ადვილია საქონელმწარმოებელთან უშუალო კონტაქტის დამყარება, პროდუქტისა და მისი მოწოდების საუკეთესო ალტერნატივის შერჩევა, უმოკლეს ვადაში კონტაქტის დამყარება და საქმიანი მოლაპარაკების წარმოება. მსგავსი მოქმედება დროისა და ფულადი სახსრების ეკონომიას იწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხზე.

თანამედროვე ტურიზმში ITსაინფორმაციო ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე პრიორირეტული მოდელიატურების დინამიური პაკეტირება. ეს არის ტურპროდუქტის ფორმირებისა და რეალიზაციის ახალი ტექნოლოგია, როდესაც ტურის დაჯავშნა მოიცავს მომსახურებათა მინიმალურ კომპლექტს: გადაფრენასა და განთავსებას, ითვალისწინებს რა არჩეულ ტურისტულ მიმართულებებზე ტურპაკეტის ფორმირებას და ფასის გადახდას შეკვეთის მომენტშივე.  (ე. ი. ინდივიდუალური ტურების უნივერსალური კონსტრუქტორი შესაძლებელს ხდის რამოდენიმე წუთში დაიჯავშნოს, გადახდილ იქნეს და გაფორმდეს მგზავრობა, ელექტრონული ავიაბილეთის ქვითრით და ოტელში ცხოვრების ვაუჩერით, ძალიან მომგებიანი პირობებით).

ბოლო პერიოდში ადამიანები დამოუკიდებლად ცდილობენ ავიაბილეთებისა და ოტელების დაჯავშნას, სხვადასხვა საიტებზე ადარებენ ფასებს. ინოვაციური დინამიური საპაკეტო ტურები ძალიან მოსახერხებელია ტურაგენტებისათვის. ეხმარება რა მათ შესთავაზონ საკუთარ კლიენტებს უნიკალური ფასები, ოპერატიული ინფორმაცია ადგილების არსებობის შესახებ და ამით დაიზოგოს დრო ძიებაზე და ასევე მოხდეს  მომენტალური დადასტურება მომსახურების გადახდებზე (ავიაბილეთებზე და ვაუჩერი სასტუმროზე). ამავე დროს გადამყვანების და ოტელების მხრივ სპეციალური ტარიფების ხარჯზე პაკეტის ფასი ყოველთვის უფრო დაბალია, ვიდრე მომსახურებები მომწოდებელთა საიტებზე დაჯავშნის დროს. სხვაობამ შეიძლება 20-30%-საც კი მიაღწიოს. ასევე მინიმალურია ტურის ჩაშლის რისკები. ამ ხერხით ტურსააგენტოებს საშუალება ეძლევათ თავისი პროდუქტი საკმაოდ კონკურენტუნატიანი გახადონ და უფრო მეტი კლიენტი მოიზიდონ. ე.ი დინამიური ტურპაკეტირება შეიძლება ითქვას არის არა ერთგვაროვანი პროდუქტი ტურიზმის სფეროში და კლასიკური ტურების გაყიდვის დამატებითი ინსტრუმენტი და ალტერნატივა.

კლასიკურტურპაკეტს ავტომატურად ემატება როგორც წესი ისეთი სერვისები როგორიცაა: გადაფრენა, განთავსება, ვიზაები, ტრანსფერი, ექსკურსიები, დაზღვევა და ჭკვიანური ლოჯისტიკა. კლასიკური პაკეტური ტურების დარგში ძირითადად გამოიყენება დინამიური ფასწარმოქმნა, რომლებსაც ტუროპერატორები ცდილობენ გადაიყვანონ გაყიდვის ოფლაინ ფორმიდან ონლაინში. ამ დროს იქმნება ტურების მონაცემთა ბაზა საკუთარი პროგრამების გამოყენებით, სადაც ჩატვირთულია ინფორმაცია ტურების, ფასების, ფრენების შესახებ. მომხმარებელს შეუძლია მონაცემთა ბაზის დახმარებით მიიღოს სასურველი ინფორმაცია ტურის შესახებ. კლასიკური პაკეტის შემთხვევაში პირობები მკაცრადაა გაწერილი.  

ინოვაციური დინამიური პაკეტების ფორმატი ბევრად უფრო მოქნილია, ვიდრე კლასიკური. ტურიზმის დარგში წარმატებული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ უახლოეს პერსპექტივაში ინოვაციური დინამიური პაკეტირება გახდება მსოფლიო ტურინდუსტრიის განვითარების ახალი სტრატეგიის ტექნოლოგიური საფუძველი.

დინამიური ინოვაციური პაკეტირების უპირატესობა კლასიკურთან შედარებით გამოიკვლია London Economics-მა ევროპის 17 ქვეყანაში გამოკითხვის ჩატარების შედეგად ჩამოყალიბდა შემდეგი ძირითადი პუნქტები:

  • ეკონომიის შესაძლებლობა, კლასიკური პაკეტირების ფასებთან შედარებით (რაც, როგორც წესი, 10%-ს შეადგენს) ან სხვადასხვა საიტების დახმარებით ტურის დამოუკიდებლად შედგენით (50%);
  • ეგზოტიკურ ქვეყნებში ტურების ფორმირების შესაძლებლობა (29%);
  • საკმაოდ დიდი მოქნილობა მგზავრობის დაგეგმვისას (23%).

სხვადასხვა ბაზრებზე კლასიკურიდან დინამიურზე გადასვლის სიჩქარე სხვადასხვაა. ბევრია დამოკიდებული კომპანიის მასშტაბებზე, მომწოდებლების მხრიდან კონტრაქტების სიმყარის ხარისხზე, პირობების ექსკლუზიურობაზე და სხვ. მეცნიერების აზრით, დინამიური პაკეტირება ვერასოდეს შეცვლის კლასიკურ ტურპაკეტებს, მაგრამ ძალიან წარმატებით შეიძლება იარსებოს როგორც დამოუკიდებელმა ტურპროდუქტმა.

როგორც ავღნიშნეთ, ინტერნეტი განიხილება სამოგზაურო ინფორმაციის ძირითად წყაროდ, რომელიც თავისი ფასეულობით აღემატება ტრადიციული მედიის ფორმებსა და მარკეტინგის ინსტრუმენტებს. მსოფლიოში ტურისტების ნახევარი (50%) სამოგზაურო ინფორმაციის მიღებისათვის მიმართავს ინტერნეტ-საიტებსა და სოციალურ მედიას, 10% ბეჭდურ მედიას, 10% რადიოსა და 10% ტელევიზიას, ხოლო 20% _ ტურისტულ სააგენტოებს [4]. ბოლო 10 წლის განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად 200 - 300 მლნ-ით იზრდებოდა (თუმცა მოსახლეობის 4,1 მლრდ ისევ ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი).

დღეს საქართველოშიც ინტერნეტ მომსახურებისათვის გამოყენებული ტექნოლოგიური პლატფორმა მზარდ ტექნოლოგიად მიიჩნევა და ქვეყანაში ამ სერვისის დონის გაუმჯობესებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს.  შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ტურისტული რეგიონები ცდილობენ მიუახლოვდნენ და კონკურენცია გაუწიონ უცხოეთის ტურისტულ რეგიონებს, თუმცა ჩვენი კურორტებისთვის რთულია დააკმაყოფილონ საზღვარგარეთის კურორტების სერვისის დონით გათამამებული რეკრეანტების მაღალი მოთხოვნილებები, რადგან საქართველოში არსებული კლასიკური ტუროპერატორებისა და სააგენტოების დიდი ნაწილი ხასიათდება მართვის ტრადიციული სტილით, კერძოდ - იერარქიულობით, ხისტი სტრუქტურირებით, ცენტრალიზებით, ლოკალურობით.

საყურადღებოა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი რეგიონული ლიდერია ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი ე.წ. „ციფრული დაშორება,” ანუ ინტერნეტის თანაბარი ხელმისაწვდომობა ქალაქებსა და რეგიონებში. საგულისხმოა, რომ გაეროს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგების სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გამოთვლებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-ის არის ხელმისაწვდომი და ინტერნეტ სერვისების 130-ზე მეტი მიმწოდებელია დარეგისტრირებული. IT-ის ინფორმაციით კი -2016 წელს მოსახლეობის 40% ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტს. აღნიშნული მონაცემი გასული წლის მაჩვენებელს 5%-ით უსწრებს. აღსანიშნავია ასევე, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 2015 წელს ინტერნეტს საერთოდ არ იყენებდა (46%) 3%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რა არის ინტერნეტი, მათი პროცენტული მაჩვენებელი საერთო რაოდენობაში 1-ია.

ამასთან ერთად საქართველომ World Economic Forum-ის შორის ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში  პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა, რის შედეგადაც 136 ქვეყანას შორის  ქვეყანამ 70-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს მიერ მიღებული ქულა მაქსიმალური 7-დან 3.7-ია. იხ. ცხრილი 1.

ცხრილი 1

 

კომპონენტები

პოზიციები

ქულები

შედეგი

1

ბიზნესგარემო

22

5,26

+

2

უსაფრთხოება

29

6,01

+

3

ჯანმრთელობა და ჰიგიენა

36

6,10

-

4

ადამიანური რესურსი

51

4,78

-

5

ტექონოლოგიური განვითარება

67

4,45

+

6

ტურიზმი პრიორიტეტებს შორის

41

4,90

+

7

საერთაშორისო გახსნილობა

66

3,13

-

8

ფასების კონკურენტუნარიანობა

66

4,90

უცვლელი

9

საავიაციო ინფრასტრუქტურა

90

2,20

+

10

საგზაო ინფრასტრუქტურა

63

3,28

+

11

ტურისტული ინფრასტრუქტურა

70

4,03

-

12

ბუნებრივი რესურსები

106

2,39

+

13

ბიზნესტურიზმი

81

1,56

+

14

გარემო მდგრადობა

42

4,42

+

ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის კომპონენტების მიხედვით საქართველოს პოზიციები მსოფლიოში [8]

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 6,350,825 შეადგინა, რაც 449,731-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +7.6%), ხოლო შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2,2 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმის წილი მშპ-ში კი -7,1%-ია. ტურიზმის შემოსავლებიდან, უცხოელი ვიზიტორების ხარჯი 79,5%-ია, ხოლო შიდა ტურისტების 20,5%. 2016 წლის მანძილზე საქართველოში რეგისტრირებული ვიზიტების 81% საავტომობილო ტრანსპორტზე მოდიოდა, საჰაერო ტრანსპორტზე - 17%, სარკინიგზოზე -1%, საზღვაოზე - 1%.  საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ არც ტურიზმის ადმინისტრაცია, არც სტატისტიკის დეპარტამენტი და არც ცენტრალური ბანკი სექტორულ კვლევებს არ ატარებს. ამიტომ, არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა არის ტრანსპორტის, სასტუმროს, კვებისა თუ გართობის ხარჯების რეალური წილი ამ მთლიან შემოსავალში. კერძო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, ტურიზმის ინდუსტრიაში მზარდი და მოგებიანი სექტორების იდენტიფიცირება შეუძლებელია. არა და ასეთი კვლევა და გაზომვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ასევე გამოიკვეთა არაადეკვატური ფასები მომსახურებაზე,  არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ინფრასტრუქტურული პრობლემები, სასტუმროებში ცხოვრების მაღალი ფასები, ღირებულებასთან შეუსაბამო დაბალი სერვისი, ასევე დანერგილ კლასიკურ ტურპაკეტს შეჩვეული  ტურკლიენტებისათვის ბიზნესის ახალი მოდელის მაქსიმალური ადაპტირების გაძნელება, თითოეული მსურველისათვის დასვენების ამ სახის უპირატესობათა ახსნა, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მხრიდან ნაკლები ინტერესი ინოვაციური ინტერნეტ სერვისით ტურპროდუქტის გაყიდვებისა და სხვ., რომელიც გარკვეულ წილად აბრკოლებს საქართველოში ტურიზმის დარგში ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიური მოდელების დანერგვას.

საქართველოში ტურისტულ სააგენტოებსა და  ტუროპერატორებს დიდი გამოწვეევების წინაშე  აყენებს ტურების დინამიური პაკეტირება, რომელის გამოყენებაც მათთვის სრულიად ახალი ფორმაა და ძალზე შრომატევადი საქმე,  მოითხოვს რა კომპიუტერული სისტემების გამოყენებით ბრონირების, დისპეჩერიზაციის, საწარმოს მართვის სისტემებისა და სხვა ოპერაციების ავტომატიზაციას. თუმცა ტურების დინამიური პაკეტირება, ეკონომიკური თვალთახედვით, ფირმისათვის მომგებიანია, რამდენადაც იძლევა მეტ შემოსავალს ერთ ტურისტზე გაანგარიშებით. შესაბამისად, საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფორმირებისას, უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური ტურიზმის ადგილი და ჩატარდეს ამ კუთხით შესაბამისი ბიზნესპროცესების სრული რეინჟინერინგი, დამუშავდეს ადექვატური ტურისტული პროდუქტი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ქვეყანამ უკვე აიღო გეზი და მაგ.  2016 წელს   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ორგანიზაცია “პროსერვისის” ორგანიზებით მომზადდა ახალი ონლაინ პროგრამა –  „სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემები“ – რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. მისი მეშვეობით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები, ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვიანებითი გადახდის პირობით, შეიქმნება მრავალენოვანი, დინამიური და თანამედროვე ვებგვერდი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას და გაზრდის საერთაშორისო მოგზაურების წვდომას ამ სერვისის მიმართ; დაინერგება ტურების გაყიდვების ახალი არხები: გლობალური საძიებო სისტემები; ავიაკომპანიების საიტები; `ონლაინ თრეველ~ აგენტები  - OTA ქსელური პროექტები, ქსელური ბანკები; საქმიანი და პირადი მგზავრობის ორგანიზატორი სააგენტოები.

ბიზნესის ინფორმაციული ტექნოლოგიების – დინამიური პაკეტირების მოდელი 10 წელზე მეტია რაც წარმატებით არსებობს ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე. მაგ. ბოლო წლებში ევროპაში ამ მოდელით ტურისტების თითქმის 50% სარგებლობს. ასევე აღსანიშნავია, რომ კლასიკური პაკეტირების მაჩვენებლები პრაქტიკულად უცვლელია, ამიტომ ტურპროდუქტების რეალიზაციის ზრდა მოდის დინამიური მოდელის ხარჯზე, იხ. სურათი 1.

სურათი 1

ტურპროდუქტის რეალიზაციის სტრუქტურა

ევროპაში (2011-2015 წ.წ.) [10]

წყარო: მონაცემები - TT Dynamic Packaging customers, B2C bookings

მიუხედავად იმისა, რომ დინამიური ინოვაციური პაკეტირების წილი ტურპროდუქტების რეალიზაციის საერთო სტრუქტურაში განუხრელად იზრდება, გასულ წელს  PhoCusWright-ის (მსოფლიო ტურისტული ბაზრის კვლევის კომპანია) მონაცემებით უმსხვილესი ევროპული ტუროპერატორების მიხედვით ეს მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი იყო, მაგ. FTI–ს მონაცემებით - 24%, Thomas Cook-ის მონაცემებით –  20%, TUI-ის მონაცემებით – 10%. თუმცა ამ კომპანიების მონაცემებით, დინამიური პაკეტირების გამოყენებამ მათ საშუალება მისცა გაეფართოებინათ ასორტიმენტი, აემაღლებინათ ეფექტურობა, დაეკავებინათ ახალი სამომხმარებლო ნიშნები და სხვ.

ევროპული ბაზრის ერთ-ერთ ძირითად ტენდენციად იქცა ვირტუალური ტუროპერატორების მასიური გაჩენა, რომლებიც მხოლოდ დინამიური მოდელით არიან დაკავებულნი. გერმანიის ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარულია  JT Touristik და Vtours. PhoCusWright-ის მონაცემებით უკვე 2012 წელს 140 გერმანული ტუროპერატორისაგან 30 მთლიანად ვირტუალური იყო.

ახალი ტექნოლოგია მნიშვნელოვანია იმითაც, კერძოდ საქართველოსთვის, რომ იგი საშუალებას იძლევა ტურმომხმარებელს შესთავაზოს პატარა კურორტების რესურსები, რომლებიც დღეს ჯერ არცერთი ტუროპერატორის  ე.წ. „ფორმატში“ არ შედის. ამ შემთხვევაში მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ხდება ის რეგიონები, სადაც შეუძლებელია ჩარტერული პროგრამების ორგანიზება.

ასევე უზრუნველყოფს მოგზაურთა რაოდენობის გაზრდას ქართული ობიექტების განთავსების გზით როგორც დარგობრივ საძიებო სისტემებში, ისე მონაცემთა ერთიან სისტემაში, რომელთა მომსახურებით მსოფლიოში უამრავი  ტურსააგენტო სარგებლობს. მონაცემთა ერთიან ბაზაში ინტეგრაცია კი - შესაძლებელს ხდის ინფორმაცია ტურობიექტების შესახებ ხელმისაწვდომი გახდეს მილიონობით დაინტერესებული პირისათვის;

უახლოეს პერსპექტივაში ინოვაციური დინამიური პაკეტების ფორმირება მოხდება სარკინიგზო გადაყვანების, ავტობუსით მიმოსვლის ბაზებზე, რათა უფრო მეტად გაიზარდოს ტურისტული ობიექტების მონახულების შესაძლებლობა ორგანიზებული და ასევე დამოუკიდებელი მოგზაურობებისათვის. ამ მიმართულებებით ჩვენი ბაზარი მსოფლიო ტურისტულ ბაზარს საკმაოდ ჩამორჩება.

დასკვნა

ინოვაციური დინამიური პაკეტირების პლატფორმის, როგორც ტექნოლოგიის ახალი დარგის გამოყენება საქართველოში:

  • საშუალებას იძლევა ტურისტული დარგის რეგულირების სახელმწიფო მოდელის ეფექტური რეალიზებისათვის, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ურთიერთობათა პრინციპების სანდოობა, ბალანსირება და გამჭვირვალობა;
  • გაზრდის ტურისტული დარგის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისათვის მისი მონაწილეთა მოქმედებათა გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი შენატანების ზრდის გზით;
  • დაეხმარება ქართველ ტურისტებს გადაორიენტირდნენ საკუთარი კურორტების ათვისების სასარგებლოდ;
  • უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობების შექმნას ქართული კომპანიების მიერ ტურმომსახურებათა ასოცირებისათვის საერთაშორისო სისტემებში და გაზრდის უცხოელი ტურისტების ნაკადს საქართველოში;
  • უზრუნველყოფს ქართული ტურისტული ბაზრის დაბალანსებას;
  • უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და შენარჩუნების პირობებს, მოსახლეობის დამატებით დასაქმებას ახალი ტურისტული სადისტრიბუციო მოდელების რეალიზაციის ხარჯზე, კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას (კომპიუტერული „განათლების“ ზრდა);
  • შექმნის კარგ შესაძლებლობებს ტურიზმის დარგში მცირე ბიზნესის აქტივიზაციისათვის ელექტრონული კომერციის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით;
  • უზრუნველყოფს დარგში სტატისტიკური კვლევის ნორმალიზაციას, საინფორმაციო უსაფრთხოებას, პერსონალური მონაცემების შენახვის ლოკალიზებას, გამორიცხავს ტურისტების განთავსებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფის რისკებს, უზრუნველყოფს რა მომხმარებელის გარანტიას მომსახურებათა რეალიზაციაში, გააფართოებს ტურპროდუქტის ასორტიმენტს;
  • საშუალებას მისცემს შეიქმნას ერთიანი, სტაბილური საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც ინტეგრირებული იქნება მომწოდებელთა, აგრეგატორებისა და ტუროპერატორების მონაცემთა ინვენტორულ ბაზებში;
  • საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს დარგის კომპლექსური განვითარებისადმი სისტემური მიდგომა;
  • ზრდის ტურმოსახურებათა კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ტურმომსახურების ინტერნეტ რესურსებთან ერთად, კომპანიების საქმიანობის ბიზნეს-პროცესის ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის გზით.

ტურიზმის დარგში რადიკალური ცვლილებების წინაპირობები განპირობებულია ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე გლობალური მეცნიერულ-ტექნიკური  გარდაქმნებით.  

პრაქტიკამ აჩვენა, რომ თუ ქვეყანა ფეხს აუწყოს მსოფლიო ტურიზმის გამოწვევებს, დარგში ბიზნეს-პროცესების ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიური მოდელებით რეფორმირება მონაწილეთათვის უფრო ორგანულად და კომფორტულად რომ მოხდეს, აუცილებელია სხვა ქვეყნების გამოცდილების გონივრულად გამოყენება.

საქართველოს აქვს შანსი გახდეს ერთ-ერთი საინტერესო  ტურისტული მხარე. დღეს ამ მხრივ მრავალი სხვადასხვა გადაწყვეტილებაა მისაღები სახელმწიფოს მხრიდან. აუცილებელია დარგობრივი კანონმდებლობის შეცვლა ახალი გლობალური ტენდენციების შესაბამისად; ასევე აუცილებელია: ქვეყნის ტურიზმისა და მისი ბაზრის განვითარებისათვის წინადადებათა ჩამოყალიბება და ექპერტული დახმარების გაწევა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების შექმნისა და გამოყენების საკითხებში; ქართულ ტურისტულ ბაზარზე არსებული და ახალი ტექნოლოგიური პროექტების საექსპერტო შეფასება; სახელმწიფოს მხრიდან ტურბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიებისთვის ეფექტური   ტექნოლოგიური პროექტების გატარების ხელშეწყობა; დახმარება ეროვნული ტურისტული პორტალის (ეტპ) განვითარებაში.

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ასევე ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის სრულყოფა, რომელიც მიმართული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციის დარგში პრაქტიკული ცოდნის მიღებისაკენ, რადგან სწორედ ორიენტირებული სპეციალისტების ახალი თაობის არსებობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ტურინდუსტრიის ხვალინდელი დღე.

გამოყენებულილიტერატურა

  1. აბესაძე რ., ბურდული ვ. –საქართველოს ეროვნული ინოვაციური სისტემის თანამედროვე მდგომარეობა  და მისი ფორმირების პრიოტიტეტები. საერთაშორისო ჟ `ეკონომისტი~ ტ. XII, 2017(1).
  2. Е-технологии в туризме – инновационный инструмент для… blog.inna.ru/.../ 27 янв 2016 ...
  3. კვლევები | საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია gnta.ge/ge/სტატისტიკა/.
  4. Динамические пакеты | Динамическое пакетирование туров ...      https://robinzon.travel/2015/05/11/dynamic-packages/ 11 мая 2015 г.
  5. Tourism Economics. An Oxford Economics Company. Impact of Online Content on European Tourism, November 2013..     
  6. ხუსკივაძე . ხშემოსვლით ტურიზმზე მოთხოვნის დეტერმინანტები და მისი ანალიზი ეკონომეტრიკული მოდელირების მეთოდის გამოყენებით საქართველოს მაგალითზე. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებულითბილისი, 2015, გვ.454-457.
  7. სასტუმროების მართვის და ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემა... fortuna.ge/sastumroebis-martva-da-onlain-dajavshnis-akhali-sistem...
  8. wyaro http://www.tabula.ge/ge/story/116937-2016-tsels-turizmis-tsili-saqartvelos-ekonomikashi-73-mde-gaizarda.
  9. Forbes Georgia - 3 რეკომენდაცია ტურიზმის განვითარებისთვის...
  10. forbes.ge/news/1568/3-rekomendacia-turizmis-ganviTarebisTvis.http://www.tabula.ge/ge/topic/119195-turizmis-konkurentunarianobit-saqartvelo-136-qvekanas-shoris-70-e-adgilzea.
  11. sainformacio teqnologiebis globaluri SesaZleblobebi ... bsu.edu.ge/text_files/ge_file_6596_1.PDF.
  12. Стахова Л. В.,Преимущества использования динамического пакетирования туров для отрасли и бизнеса, научный журнал СЕРВИС PLUSТом 10. 2016 / № 3.